პსჟ-ს ნეიმარის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდვა სურს

AutoSharing Option
პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლეონარდო კლუბის 27 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნეიმარის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაყიდვას ისურვებდა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ პსჟ-ში დაიღალნენ ამ თემაზე მუდმივი საუბრებით და ეს ყველაფერი კლუბზე ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს. აღნიშნულ ინფორმაციას Sport.ec ავრცელებს.

აღსანიშნავია ის, რომ გამოცემის მიხედვით, ფორვარდის ყიდვის პრეტენდენტები ისევ მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" არიან. სწორედ ამ ორი კლუბის მიღმა ტრიალებდა ნეიმარის სატრანსფერო თემა მთელი ზაფხულის განმავლობაში.

ნეიმარს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს უმთავრდება. გერმანული transfermarkt-ის მიხედვით, ნეიმარის სატრანსფერო ფასი 180
მილიონი ევრო გახლავთ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული