ნეიმარს აგინეს, მან კი 90+2-ე წუთზე ულამაზესი მაკრატელათი პსჟ-ს გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 სექტემბერს, ლიგა 1-ის მე-5 ტურში პსჟ-მ სახლში 1:0 დაამარცხა "სტრასბურგი".

მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობის თხოვნისა, გულშემატკივრებმა თავდამსხმელ ნეიმარს შეურაცხმყოფელი ბანერები გამოუფინეს და არც გინება დაუკლიათ, მან კი სეზონში ჩატარებულ პირველივე მატჩში ბრწყინვალე გოლით პარიზულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ნეიმარმა პსჟ-ში ყველა ტურნირზე 59 მატჩში 52 გოლი და 28 საგოლე გადაცემა მიითვალა.

პსჟ 12 ქულით ჯერჯერობით პირველ ადგილზეა და 18 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "რეალს" უმასპინძლებს, შემდეგ კი, 22 სექტემბერს ჩემპიონატზე სტუმრად "ლიონს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული