რას ერჩიან ნეიმარს? - პსჟ-მა ისევ მისი გოლით იმარჯვა

AutoSharing Option
22 სექტემბერს, ლიგა 1-ის მე-6 ტურში პსჟ-მა გასვლაზე "ლიონი" 1:0 დაამარცხა.

სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, გოლის გატანას კი ვერ ახერხებდნენ და თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 87-ე წუთზე ლოპესის კარი დი მარიას გადაცემის შემდეგ ნეიმარმა დალაშქრა.

ნეიმარს "ბარსელონაში" გადასვლის სურვილის გამო გაუთავებლად კი ლანძღავენ, თუმცა ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში "პარი სენ ჟერმენს" გამარჯვება მოუპოვა - "სტრასბურგს" წინა ტურში პარიზელებმა 90+2-ე წუთზე სწორედ ბრაზილიელის გოლით მოუგეს.

პსჟ 15 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევრებს, "ანჟერსა" და "ნიცას" 3 ქულით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული