ნეიმარი: ჩაკეტილად ვცხოვრობ, ვცდილობ, ენას კბილი დავაჭირო...

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ნეიმარმა აღიარა, რომ ზოგჯერ ემოციებს ვერ იკავებს.

"ცოტას ვსაუბრობ და ჩაკეტილად ვცხოვრობ, ვცდილობ, ენას კბილი დავაჭირო. საბოლოო ჯამში ხდება, რომ ვბრაზდები და ვფეთქდები და ადამიანებს არასწორად ვესაუბრები, მაგრამ ამის გამოსწორებას ვცდილობ.

როცა ვინმესთან საუბარი მჭირდება, ვცდილობ, ეს გავაკეთო. ვფიქრობ, ეს კარგად მოქმედებს. თუმცა ზოგჯერ ძალიან რთულია, რადგან იდეალური უნდა იყო, მაგრამ ადამიანისთვის ეს შეუძლებელია.

რამდენიმე შეცდომა დავუშვი და თავდაჯერებულობის აღსადგენად ბევრის გადახდა მომიწია, მაგრამ ვფიქრობ, რომ როცა ადამიანს არ უმართლებს, ეს ნორმალურია. ეს ცხოვრების ნაწილია, ამ შეცდომების შემდეგ
იზრდები და სწავლობ", - თქვა ნეიმარმა.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
აშკარად ნაკარნახევია!
სხვათა შორის,მინდორზეც უჭკუოა...
მარა,იმდენად კარგად იცის უჭკუოდ თამაში,რო მსოფლიო ვარსკვლავია!
ქუთაისი
14:08 24-09-2019
3
რამდენი სიბრძნეა...
ვვვ
13:22 24-09-2019
0

სიახლეები პოპულარული