ნაგავსაყრელზე ბუცებს ვეძებდი - "ლილის" საუკეთესო ბომბარდირი რთული ბავშვობის შესახებ მოჰყვა

AutoSharing Option
"ლილის" თავდამსხმელი ვიკტორ ოსიმენი ლონდონის "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე რთულ ბავშვობაზე მოჰყვა.

"ბავშვობაში ნაგავსაყრელზე ხშირად დავდიოდი, ბუცებს ვეძებდი. ისე ხდებოდა, რომ მარჯვენა ფეხზე ერთი ფირმის ფეხსაცმელი მეცვა, მარცხენაზე - მეორესი. ეს გადარჩენისთვის ბრძოლა იყო, ლამის მოვკვდი, არადა ბავშვი ვიყავი", - ციტირებს ოსიმენს Daily Mail-ი.

საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში 20 წლის ნიგერიელმა 8 ტურში 6 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული