"ლილის" თავდამსხმელი ვიკტორ ოსიმენი ლონდონის "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე რთულ ბავშვობაზე მოჰყვა.
"ბავშვობაში ნაგავსაყრელზე ხშირად დავდიოდი, ბუცებს ვეძებდი. ისე ხდებოდა, რომ მარჯვენა ფეხზე ერთი ფირმის ფეხსაცმელი მეცვა, მარცხენაზე - მეორესი. ეს გადარჩენისთვის ბრძოლა იყო, ლამის მოვკვდი, არადა ბავშვი ვიყავი", - ციტირებს ოსიმენს Daily Mail-ი.
საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში 20 წლის ნიგერიელმა 8 ტურში 6 გოლი გაიტანა.