პსჟ-ისა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპე ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამოტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი ავრცელებს.
საფრანგეთის ნაკრები ევროშესარჩევში ისლანდიას და თურქეთს შეხვდება.
20 წლის ფორვარდმა "გალათასარაისთან" ჩემპიონთა ლიგაში მიღებული ტრავმა გაიმიზეზა.
მბაპემ დამატებითი სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც მისი მდგომარეობის გაუმჯობესება აჩვენა, მაგრამ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მიიღო გადაწყვეტილება, ფეხბურთელის ჯანმრთელობით არ გარისკოს. მბაპემ უკვე დატოვა ნაკრების შეკრება.
საფრანგეთის ნაკრებში მბაპეს "გლადბახის" თავდამსხმელი ალასან პლეა შეცვლის.