მეკარე კეილორ ნავასმა პსჟ-ში გადასვლით ფინანსურად იხეირა.
"ეკიპის" ცნობით, ნავასის ამჟამინდელი წლიური ანაზღაურება 7 მილიონი ევროა, "რეალში" კი 5 მილიონს იღებდა.
ის "პარი სენ ჟერმენის" 6 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელში შედის - მასზე დიდი ხელფასი მხოლოდ ნეიმარს, კილიან მბაპეს, ედინსონ კავანის, ტიაგო სილვას და ანხელ დი მარიას აქვთ.