"მონაკომ" 17 წლის ბრაზილიელი მეკარე დაიმატა

AutoSharing Option
"მონაკომ" მეკარე გაბრიელ ფერეირას დამატების შესახებ გამოაცხადა. 17 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2022 წლამდეა გათვლილი.

ფერეირა "გრემიოს" აღზრდილია. მის ანგარიშზე ბრაზილიის ასაკობრივ ნაკრებებში ჩატარებული 18 მატჩია.

"ბედნიერი ვარ, რომ "მონაკოს" წევრი გავხდი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კლუბია. ჩემთვის ახალი ისტორია იწყება და შევეცდები, გავაგრძელო განვითარება და კლუბს იმედები გავუმართლო", - ციტირებს ფერეირას კლუბის პრესსამსახური.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული