იკარდის გაპარიზელება მოუხდა, მბაპე ფორმაში ჩადგა - პსჟ-"მარსელი" 4:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ოქტომბერს, ლიგა 1-ის მე-11 ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე "მარსელი" 4:0 გაანადგურა.

თავდამსხმელი მაურო იკარდი "პარი სენ ჟერმენში" ყოველგვარი ადაპტაციის გარეშე ათამაშდა. მან პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა, მეორე ტაიმში მისგან "ესტაფეტა" ტრავმამორჩენილმა კილიან მბაპემ გადაიბარა, რომელმაც ასევე ორჯერ დაამწუხრა სტუმართა მეკარე სტივ მანდანდა და ორივეჯერ ანხელ დი მარიას პასით.

ეგებ კილიანს მეტიც გაეტანა, მაგრამ 71-ე წუთზე მის ნაცვლად ასევე ტრავმამორჩენილი ედინსონ კავანი შეუშვეს შეცვლაზე.

პარიზული გუნდი 27 ქულით ლიდერია და უკვე 8 ქულით ჩამოიტოვა მეორეადგილოსანი "ნანტი".

პსჟ-მა ბოლო 6 მატჩი
საერთო ანგარიშით 19:1 მოიგო.

ყველა ტურნირზე ბოლო 3 შეხვედრაში მბაპემ 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, იკარდის ანგარიშზე კი უკანასკნელ 5 მატჩში 7 გოლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული