1-ელ ნოემბერს, ლიგა 1-ის მე-12 ტურში ლიდერი პსჟ სტუმრად 1:2 დამარცხდა აუტსაიდერ "დიჟონთან".
თანაც, პარიზული გუნდი მბაპეს გოლით დაწინაურდა, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს. "პარი სენ ჟერმენს" თამაშის გადასარჩენად თითქმის მთელი მეორე ტაიმი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერი ვერ მოახერხა.
პსჟ-მა ჩემპიონატზე ბოლო 17 მატჩიდან 3 წააგო, 27 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ნანტს", რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 8 ქულით უსწრებს და 9 ნოემბერს სტუმრად "ბრესტს" დაუპირისპირდება.
დიჟონი. "გასტონ ჟერარდი". 14 859 მაყურებელი
დიჟონი - პსჟ 2:1
გოლები: 0:1 მბაპე (19),
1:1 შოუა (45+6), 2:1 კადისი (46)