"რეალის" მწვრთნელ ზინედინ ზიდანს მიაჩნია, რომ მისი გუნდის თავდამსხმელი კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში უნდა თამაშობდეს.
"ის ნაკრების მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი იყო, მუდამ უნდოდა თამაში. არ ვიცი გუნდის შიგნით რა ხდება, მაგრამ თუ მკითხავთ, გიპასუხებთ - საფეხბურთო ასპექტში ბენზემა საუკეთესოა.
ასე რომ, ნაკრებში მისთვის ადგილი უნდა მოიძებნოს. ყველაფერი დანარჩენი ჩვენს კონტროლს ექვემდებარება", - ციტირებს ზიდანს "ფრანს ფუტბოლი".
ლა ლიგას მიმდინარე გათამაშების 10 მატჩში 31 წლის ბენზემამ 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.