"მარსელის" ფანები "ლიონის" ავტობუსს თავს დაესხნენ

AutoSharing Option
"მარსელის ოლიმპიკის" ფანები სტადიონისკენ მიმავალ "ლიონის" ავტობუსს მაშინ დაესხნენ თავს, როცა სატრანსპორტო საშუალებაში კლუბის პრეზიდენტი იჯდა.

"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან მიშელ ულასმა აღნიშნა, რომ "მარსელის" ფანები ჩასაფრებულები იყვნენ და იცოდნენ, სადაც გაივლიდა ავტობუსი.

"სტად ველოდრომზე" მისულებმა განაცხადეს, რომ მსგავსი ინციდენტის გამეორების შემთხვევაში კლუბი თამაშში მონაწილეობაზე უარს იტყოდა.

შეხვედრა ჩატარდა, დიმიტრი პაიეტმა (სწორედ ასე გამოითქმის მისი გვარი) 2 გოლი გაუტანა "ლიონს" და მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. აღნიშნული მარცხის შემდეგ "ლიონი" ლიგა 1-ში მე-14 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული