დიდიე დეშამი ზიდანის ნათქვამზე: "რეალის" მწვრთნელია და ბენზემაზე ასე უნდა ილაპარაკოს

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მისი გუნდის თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში უნდა თამაშობდეს, რაზეც კომენტარი გალთა ეროვნული გუნდის თავკაცმა დიდიე დეშამმა გააკეთა.

"ზიდანის ნათქვამზე პრობლემა არა მაქვს. ის "რეალის" მწვრთნელია და ასე უნდა ილაპარაკოს", - ციტირებს დეშამს AS-ი.

ბენზემა 2015 წელს ნახევარმცველ მატიას ვალბეუნას ინტიმური ვიდეოთი დაშანტაჟების შემდეგ ნაკრებში აღარ გამოუძახებიათ.

ევროპის 2 მომდევნო საკვალიფიკაციო მატჩს საფრანგეთის ნაკრები მოლდოვასა და ალბანეთთან ჩაატარებს.