იკარდიმ 9 მატჩში 10 გაიტანა - პსჟ-მა "ლილს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 ნოემბერს, ლიგა 1-ის მე-14 ტურში პსჟ-მა სახლში 2:0 სძლია "ლილს".

თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ თავის ახალ გუნდში 9 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ის პარიზულმა კლუბმა "ინტერისგან" სეზონის ბოლომდე ინათხოვრა და ახლა მისი კონტრაქტის 65 მილიონ ევროდ გამოსყიდვას ცდილობს.

13 ოქტომბერს ნიგერიასთან ამხანაგურ მატჩში დაშავებულმა ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა ნეიმარმა ტრავმა მოირჩინა, "პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელმა თომას ტუხელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 65-ე წუთზე შეცვალა.

პსჟ 33 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ "მარსელს" 11 ქულით უსწრებს.

პარიზი. "პარკ დე პრენსი". 47 467 მაყურებელი
პსჟ
- ლილი 2:0
გოლები: 1:0 იკარდი (17), 2:0 დი მარია (31)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული