ედინსონ კავანი შეიძლება "ატლეტიკოში" გადაბარგდეს

AutoSharing Option
32 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი გუნდის გამოცვლას აპირებს.

კავანი პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და ძალიან იმედგაცრუებულია. მის წარმომადგენელს უკვე დაუკავშირდა "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო და მოლაპარაკების დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვა.

კავანის პსჟ-სთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და უფლება აქვს, იანვარში სხვა კლუბთან დაიწყოს მოლაპარაკება.

მან მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის 8 მატჩში 2 გოლი (1 პენალტით) გაიტანა.

"პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ ედინსონი კარგ ფორმაშია, მაგრამ კილიან მბაპესთან, მაურო იკარდისთან
და ნეიმართან კონკურენციას აგებს, იძულებულია მხოლოდ შეცვლაზე შეუშვას და ამის გამო ძალიან სწუხს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული