ნეიმარის წასვლის შემთხვევაში პსჟ მანეს შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
პსჟ "ლივერპულის" შემტევი ნახევარმცველით, სადიო მანეთი დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზული კლუბი მზადაა თავდამსხმელი ნეიმარი 180 მილიონ ევროდ გაყიდოს და მის შემცვლელს უკვე ეძებს.

"ფრანს ფუტბოლის" ცნობით, "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს მანეს თამაში.

მანე "წითლების" ღირსებას 2016 წლიდან იცავს, კონტრაქტი კი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული