ლუის ენრიკესთან კონფლისტის შემდეგ ნაკრებიდან წასულმა რობერტ მორენომ ფრანგული კლუბი ჩაიბარა

AutoSharing Option
42 წლის ესპანელი სპეციალისტი რობერტ მორენო ფრანგული "მონაკოს" მთავარი მწვრთნელი გახდა და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

მორენო, ესპანეთის ნაკრებს თავკაცობდა ლუის ენრიკეს არყოფნაში, თუმცა ენრიკეს დაბრუნების შემდეგ კონფლიქტის გამო საერთოდ დატოვა ესპანეთის ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი.

რაც შეეხება "მონაკოს", გუნდი ლიგა 1-ის ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ "რენს" 5 ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ფრანგებმა მწვრთნელი 3-ჯერ გაათავისუფლეს და კომპენსაციის სახით მათ 26 მილიონი ევრო გადაუხადეს. აქიდან 16 მილიონი ორჯერ გათავისუფლების გამო
ლეანდრუ ჟარდიმმა მიიღო, ხოლო ტიერი ანრიმ 10 მილიონი ჩაიდო ჯიბეში.

ასევე დაგაინტერესებთ