საფეხბურთო მარაზმი - ნეიმარი ფინტის გამო გააფრთხილეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე 5:0 დაამარცხა "მონპელიე" და ამ მატჩში ერთობ ოდიოზური გადაწყვეტილება მიიღო მსაჯმა ჟერომ ბრიზარმა.

კერძოდ, 38-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ნეიმარმა ლამაზი ფინტი გააკეთა, არბიტრმა კი ეს არასპორტულ საქციელად და მეტოქის დაცინვად ჩათვალა და ყვითელი ბარათი უჩვენა.

შესვენებაზე ნეიმარი მსაჯს გამოელაპარაკა, მაგრამ მან უთხრა, რომ ფრანგულად უნდა მიემართა.

ნეიმარისთვის ყვითელი ბარათის ჩვენებამ "პარი სენ ჟერმენის" გულშემატკივრები აღაშფოთა. ისინი სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ფეხბურთს კლავენ.

ნამატჩევს ბ
რაზილიელმა ფეხბურთელმა "ინსტაგრამზე" დაწერა: "მე უბრალოდ ფეხბურთს ვთამაშობ".

ისე, რა არის ფეხბურთი დრიბლინგისა და ფინტის გარეშე, ის ხომ თავის მომხიბვლელობასა და სილამაზეს კარგავს...

მკითხველის კომენტარები / 14 /
თქვენი ევროპული ღირებულებები მ.....ნ!
დ.დ.
20:11 02-02-2020
24
მე კი შენი საბჭოური ...შენ მაგ მსაჯზე უარესი ხარ შენსავით ერთი X-ის გამო როგორ შეიძლება 50 ქვეყანას შეაგინო ....რუსებმა გასწავლეეეს ?!
Aueee
21:01 02-02-2020
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული