პსჟ-შია კადრები, უკადრებლის მკადრები? - ნეიმარმა მსაჯს უკანალი უწოდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იმის გამო, რომ "მონპელიესთან" მატჩისას პსჟ-ის თავდამსხმელმა ნეიმარმა ორ მეტოქეს ფინტი გაუკეთა, მსაჯმა ჟერომ ბრიზარმა ყვითელი ბარათი უჩვენა და შეიძლება ბრაზილიელი კიდევ უფრო მკაცრად დასაჯონ.

საქმე ისაა, რომ შესვენებაზე ნეიმარმა არბიტრს კამათი დაუწყო. მსაჯმა უთხრა, ფრანგულად მიემართა, ნეიმ კი ჯერ თანაგუნდელს შესჩივლა, ფეხბურთის თამაშის გამო მაფრთხილებსო, ხოლო შემდეგ ბრიზარს უკანალი უწოდა, - ეს ინფორმაცია AS-მა გაავრცელა.

რა თქმა უნდა, ნეიმარის აღშფოთება და პროტესტიც გასაგებია...

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
მესხი ამ ფინტის მსგვს ფინტს გაგორებულ, მოძრავ ბურთზე აკეთებდა. გაიგდებდა ბურთს, დაეწეოდა და მერე ... ამას ჰგავდა, მაგრამ თავზე გადატარებული ბურთი უკვე მცველს გაცდენილი მესხის წინ ვარდებოდა. მაგარი სანახაობა იყო. მესხის ფინტი ერქვა. ამაზე თქვა ერთმა უცხოელმა ფეხბურთის კორიფემ (სახელი აღარ მახსოვს) პირველად ვნახე თავდამსხმელი, რომელიც საკუთარ თავს აძლევს პასსო! სხვათა შორის მესხის გაცილების თამშზე ბრაზილიის გუნდ ბაიასთან, ლოკომოტივზე, ეს ულამაზესი ფინტი სლავა მეტრეველმა რაღაც ულამაზეს სტილში შეასრულა. მე იქვე, ძალიან ახლოს ვიჯექი. ტრიბუნები გადაირიენ. ბრაზილიელები გაოცებულები უყურებდნენ ჩვენი ჯადოქრების თამაშს. ამ მსაჯს ის თამაში რომ ემსაჯა, მესხი და მეტრეველი ციხეს ვერ გადაურჩებოდნენ!
aburjga
10:45 04-02-2020
1
სპიკ ფრენჩ, მსაჯი. ფრენჩ მაი ესს, ნეიმარი.
ანდრო
10:28 04-02-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული