პსჟ-ის მწვრთნელ თომას ტუხელს არ მოეწონა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატზე "ნანტთან" მატჩის წინ (2:1), თავდამსხმელ ნეიმარის დაბადების დღეზე მთელი გუნდი იყო, მაგრამ იძულებული გახდა, მოეთმინა.
"დიახ, ამას ფეხბურთელთა ფიზიკურ ფორმაზე შეიძლებოდა ემოქმედა, მაგრამ მე რა შემიძლია გავაკეთო? ვინც ნეიმარის დაბადების დღეზე იყო, ყველა რომ დამესაჯა, უგუნდოდ დავრჩებოდი.
საბედნიეროდ, ამ შეხვედრის წინ "მონპელიესთან" ძალიან დაძაბული მატჩი არ გვქონდა, რადგან დროის უმეტესი ნაწილი რიცხობრივ უმრავლესობაში ვიყავით, - ციტირებს ტუხელს "პარიზიენი".