პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი არ არის დარწმუნებული, რომ ბრაზილიელი ნეიმარი შეძლებს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მონაწილეობას.
"100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რომ ნეიმარი "ბორუსიას" წინააღმდეგ დაგვეხმარება." - ციტირებს ტუხელს L'Equipe-ი.
გუშინ ბრაზილიელმა საფრანგეთის თასის 1/4-ფინალურ მატჩშიც არ მიიღო მონაწილეობა, რომელიც პსჟ-მა "დიჟონის" წინააღმდეგ ჩაატარა და მოწინააღმდეგე 6:1 გაანადგურა.
მიმდინარე სეზონში ნეიმარმა 18 მატჩში 15 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალი დორტმუნდში, 18 თებერვალს გაიმართება. საპასუხო შეხვედრა კი 11 მარტს, პარიზში ჩატარდება.