პარიზული გუნდი, როგორც ჩანს, მაქსიმალურად შეეცდება, ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე გუნდში დაიტოვოს.
AS-ის ცნობით, პარიზელები მზად არიან, 21 წლის კილიანს წელიწადში 50 მილიონი ევრო უხადონ. მბაპეს ამჟამინდელი ხელფასი 15 მილიონია.
მადრიდის "რეალი" სერიოზულად ფიქრობს ფრანგი ფორვარდის დამატებას. მათი აზრით, ტრანსფერი რეალური 2021 წლის ზაფხულში გახდება. ასევე, კილიანის გადაბირებით ინგლისური "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებულნი.