პსჟ მბაპეს 50 მილიონს გადაუხდის, თუკი "რეალში" არ წავა

AutoSharing Option
პარიზული გუნდი, როგორც ჩანს, მაქსიმალურად შეეცდება, ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე გუნდში დაიტოვოს.

AS-ის ცნობით, პარიზელები მზად არიან, 21 წლის კილიანს წელიწადში 50 მილიონი ევრო უხადონ. მბაპეს ამჟამინდელი ხელფასი 15 მილიონია.

მადრიდის "რეალი" სერიოზულად ფიქრობს ფრანგი ფორვარდის დამატებას. მათი აზრით, ტრანსფერი რეალური 2021 წლის ზაფხულში გახდება. ასევე, კილიანის გადაბირებით ინგლისური "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებულნი.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერ ვიგებ პარიზელებს რატომ ჰგონიათ რომ ყველაფერს ფულით იყიდიან :)) თან მაშინ როცა საქმე საყვარელ კლუბს ეხება ;)) მბაპე ბავშვობიდან რეალის გულშემატკივარია და ოცნებობს იქ თამაშზე და ვფიქრობ 50 მილიონი ოცნების ასრულებას არ ურჩევია თან მაშინ როცა ისედაც საკმარი ფულიაქ
3
ფეხბურთი გახდა ფულის ტომარა! რა უბედურებაა ამ ღლაპში ამხელა მილიონების გადაყრა. ნუ ატუტუცებთ ამ ასაკით პატარა ფეხბურთელებს ფულებით. ფუ შემაზიზღეს ფეხბურთი.
amirani
17:34 14-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული