NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი შეიძლება "ლიონის" პრეზიდენტი გახდეს

AutoSharing Option
NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი ტონი პარკერი შეიძლება "ლიონის" პრეზიდენტი გახდეს.

"ეკიპის" ცნობით, "ლიონის" ამჟამინდელი მფლობელი ჟან-მიშელ ოლასი არ გამორიცხავს, რომ პარკერი მისი მემკვიდრე გახდება, ოღონდ 4 წლის შემდეგ, როდესაც თავის პოსტს დატოვებს.

ოლასის აზრით, პარკერს სპორტული კლუბის ხელმძღვანელობისათვის ყველა უნარ-ჩვევა გააჩნია.

პარკერი ფრანგული კალათბურთის კლუბების, "ასველისა" და "ლიონის" მფლობელია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული