კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარს ვერავინ ვერ შეიძენს. ამაში პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".
ESPN-ის ცნობით კი ბრაზილიელს შეიძლება ხელფასი გაუნახევრონ. ასეთი რეკომენდაცია მისცა საფრანგეთის ფეხბურთელთა პროფკავშირებმა ქვეყნის ეკონომოკისა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების შედეგად.
რა თქმა უნდა, ანაზღაურება სხვა ფეხბურთელებსაც შეუმცირდებათ - ვინც თვეში 10 ათასიდან 20 ათასამდე იღებს, გასამრჯელო 20%-ით შეუმცირდებათ, ვინც 20 ათასიდან 50 ათასამდე 30%-ით, ვინც 50 ათასიდან 100 ათასამდე 40%-ით, ვინც 100 ათასზე მეტს - 50%-ით.
ნეიმარი "პარი სენ ჟერმენში"
წელიწადში 31.6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მისი სატრანსფერო ფასი 128 მილიონია, ხოლო კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.