![](https://sportall.ge/pictures/image5/ebb86f2b0c93537d27c44f8df7cf820a.jpg)
პსჟ-ის ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი ევროპაში თამაშს, სულ მცირე, კიდევ 2 წელი გეგმავს.
Goal.com-ის ცნობით, ედინსონი ყველა სამხრეთამერიკულ გუნდს უარს ეტყვის გადასვლაზე.
წყაროს ინფორმაციით, ურუგვაელს მიმზიდველი შემოთავაზება აქვს მადრიდის "ატლეტიკოსგან".
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ურუგვაელით ინტერესდებოდნენ სამხრეთამერიკული გუნდები: "ბუკა ხუნიორსი", "ფლამენგო" და "პენიაროლი".
კავანიმ მიმდინარე სეზონში 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 7 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მოუტანა გუნდს.