ტუხელი: დიდ მატჩებში ნეიმარის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს

AutoSharing Option
პსჟ-ის მწვრთნელმა თომას ტუხელმა თავისი გუნდის თავდამსხმელი ნეიმარი შეაქო.

"ნეიმარი ყოველთვის წამყვანია, შეტევაშიც და დაცვაშიც. დიდ მატჩებში მისი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს.

თავდაუზოგავად მუშაობს, ძალიან ჭკვიანია, კარგი პასი აქვს და პატრნიორებს წინ მიუძღვის. "დორტმუნდთან" პირველი მატჩის შემდეგ ძალიან მოუმატა.

სამწუხაროდ, იქამდე ტრავმირებული იყო და პირველ შეხვედრამდე არ უთამაშია. შემდეგ კი ორ მატჩს შორის პერიოდში ფიზიკურად მოძლიერდა", - განუცხადა ტუხელმა კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული