ვერატი: ჩვენ აქ ფულის გამო კი არ ვართ - ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა

AutoSharing Option
პსჟ-ის ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილი გამოთქვა.

"ბევრი ფეხბურთელი მეუბნება: "დაელაპარაკე პრეზიდენტს, ჩვენ პსჟ-ში თამაში გვინდა". ჩვენი გუნდი მსოფლიოს შვიდ თუ რვა საუკეთესოს შორისაა. ამიტომ ბევრს, რომლებსაც არც ვიცნობ, ჩვენთან გადმოსვლა უნდა.

ვიღაც იტყვის, რომ ჩვენ ფულის გამო ვთამაშობთ. ეს ასე არაა. ვისაც ფული უნდა, ჩინეთში მიდის.

როდესაც ფეხბურთელი პსჟ-ს ირჩევს, მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს. ამ გუნდთან ერთად ამ ტურნირის მოგება გაცილებით უფრო ფასეულია", - ციტირებს ვერატის CulturePSG-ი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რით ვერ მოიგეს ნეტა ვინ უშლის ხელს!!?? ეჭვი მაქვს დიდხანს მოუწევთ ლოდინი!
Sergio leone
00:12 28-04-2020
0
მარკო ვერატო! დედიშენისამ, ფულის გამო არა ხარ არა? ისევე როგორც ნეიმარი! გეყოთ აფერისტობა.
ზ/ზ/
12:51 27-04-2020
0

სიახლეები პოპულარული