მარკო ვერატი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, პსჟ-ს ნახევარმცველი მარკო ვერატი 31 ოქტომბერს ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს.

ის პარიზში დააპატიმრეს, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და შემდეგ სახლში გაუშვეს.

მარკოს ხანგრძლივი ვადით ჩამოართმევენ მართვის მოწმობას, დააჯარიმებენ და ამას გარდა, სავარაუდოდ კლუბიც დასჯის.

ამ სეზონში ვერატიმ საფრანგეთის ჩემპიონატის 7 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული