დი მარიას მეუღლე: ინგლისი სამყაროს უკანალია, იქ ყველაფერი საზიზღარია

AutoSharing Option
პსჟ-ის ნახევარმცველ ანხელ დი მარიას მეუღლემ, ხორხელინა კარდოსომ "რეალსა" და "მანჩესტერზე" ისაუბრა.

"ვთვლი, რომ ანხელი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, "რეალში" თამაშობდა. ყველაფერი იდეალური იყო: შესანიშნავი ამინდი, კარგი კერძები.
ერთხელ ანხელი მოვიდა და მითხრა, რომ "მანჩესტერი" ეპატიჟებოდა. მე ვუპასუხე, რომ არსად წასვლას არ ვაპირებდი და თუ დათანხმდებოდა, მარტოს მოუწევდა გადაბარგება. გადაწყვიტა და წამიყვანა.

"იუნაიტედმა" დიდი ფული შესთავაზა, "რეალმა" კი დაქირავებულები გვიწოდა. დიახ, ჩვენ დაქირავებულები ვიყავით.

თუ კომპანიაში მუშაობ და კონკურენტი კომპანია ორმაგ ხელფასს გთავაზობს, სამუშაოდ იქ გადახვალ.

მანჩესტერში საცხოვრებლად გადასვლა არ მინდოდა,
რადგან მაშინ სერხიო აგუეროს მეუღლესთან, ჯანინა მარადონასთან ვმეგობრობდი.

უქმეებზე ინგლისში ჩავფრინდით, ეს საშინელება იყო! ყველაფერი საშინელება იყო! როდესაც უკან გამოვბრუნდით, ანხელს განვუცხადე, სადაც გინდა, იქ წადი, ოღონდ ინგლისში არა-მეთქი.

ერთი წლის შემდეგ საბოლოოდ გადავედით. ეს საშინელება იყო. სამყაროს უკანალი. მე იქ საერთოდ არაფერი არ მომეწონა. ქალები რაღაცნაირად გაძვალტყავებულები, დაძაბულები არიან... უცნაურები. საკვებიც საზიზღარია", - ციტირებს ხორხელინა კარდოსოს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
NN_ს...

შენ რასაც ლაპარაკობ ეგ ჩემთვის კარგად ცნობილი თემაა,მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ,რომ დი მარიას გაუნათლებელ ვირ ცოლს ეგ საერთოდ საიმშიც არ ჰქონდა რამდენსაც შენ ლაპარაკობ!ინგლისელები მომწონს და ყველაფერი აქვთ მოსაწონი ქართველი რომ ამის კრიტიკას დაიწყებს ეგ არის პრობლემა მგონი საერთოდ ზედმეტად მტკივნეულად მოგვხდა და არ აიწვა
აბგდ
14:43 07-05-2020
12
ამან რომ არ ილაპარაკოს, ის უფრო უნდა გაგვიკვირდეს. ეს ბრიტანეთს ჩასწვდება ვირი ხეზე ავა.
ფეხბურთი
12:55 07-05-2020
8

სიახლეები პოპულარული