მბაპე ლიგა 1-ის ბომბარდირად გამოაცხადეს, თუმცა ბენ იედერმაც 18 გოლი გაიტანა

AutoSharing Option
ნაადრევად დასრულებული საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე გამოაცხადეს, რომელმაც 20 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

ამდენივე გოლი "მონაკოს" ფორვარდის, ვისამ ბენ იედერის ანგარიშზეა, ოღონდ მან 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თანაც, 3 გოლი პენალტით გაიტანა.

"ფრანს ფუტბოლმა" ლიგა 1-ის სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა, რომელშიც "პარი სენ ჟერმენის" 5 ფეხბურთელი შეიყვანა.

მეკარე: პრედრაგ რაიკოვიჩი (რეიმსი)

მცველები: ამარი ტრაორე, კრისტ-ემანუელ მუასა (ორივე რენი), ტიაგო სილვა (პსჟ), იუნის აბდელჰამიდი (რეიმსი)

ნახევარმცველები: მარკო ვერატი, ანხელ დი მარია (ორივე პსჟ), ედუარდო კამავინგა (რენი)

თავდამსხმელები:
ნეიმარი, კილიან მბაპე (ორივე პსჟ), ვისამ ბენ იედერი (მონაკო)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული