L'Equipe: მბაპემ "რეალში" გადასვლაზე უარი თქვა

AutoSharing Option
"პსჟ-ს" თავდამსხმელმა კილიან მბაპემ გადაწყვიტა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზის გამო გუნდში დარჩეს.

აღსანიშნავია, რომ ფრანგით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული, თუმცა 21 წლის კილიანმა ესპანელებს განუცხადა, რომ 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მათ არ შეუერთდებათ.

მადრიდელები თავის მხრივ ფრანგზე ბრძოლას გააგრძელებენ და შეეცდებიან შემდეგ წელს შეიძინონ.

მიმდინარე სეზონში 33 მატჩში მბაპემ 30 გოლი გაიტანა, ხოლო 17-ჯერ კოლეგებს გაატანინა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველამ დააყენეთ ერთი ადგილი, რას გადადიხართ და გადმოდიხართ, ბაზარი გახადეთ ფეხბურთი. ვეღარ გაიგებ ადამიანი, ვისი ვიოლინო ვის როიალშია, როგორც იტყოდა ხოლმე პოეტი ჯანსუღი.
ავთო
21:51 16-05-2020
0

სიახლეები პოპულარული