La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის, ნიკოლა სკირას ინფორმაციით, მილანის "ინტერი" მზადაა 27 წლის მაურო იკარდი პსჟ-ს, თავდაპირველად მოთხოვნილი 70 მილიონის ნაცვლად, 55-60 მილიონად მიჰყიდოს. პარიზული გუნდი იკარდის ხელფასის სახით სეზონში 10 მილიონ ევროს გადაუხდის.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები ფეხბურთელის აგენტსა და კლუბების წარმომადგენლებს შორის ჯერ კიდევ გრძელდება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაუროსთვის ლონდონის "ჩელსი", ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" იბრძოლებდნენ.