მბაპე: ჩემთვის პირველი მაგალითი ყოველთვის ზიდანი იყო, მერე კი ეს ფეხბურთელი გამოჩნდა...

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი, 21 წლის კილიან მბაპე ჰყვება, თუ ვისგან იღებდა მაგალითს კარიერის ადრეულ ეტაპზე.

"პირველი მაგალითი ზიდანი იყო, მაგრამ შემდეგ რონალდო გამოჩნდა. კრიშტიანომ უამრავი ჯილდო მოიგო, მაგრამ მოტივაცია მაინც არ დაკარგა და დღემდე საუკეთესოა.

ორივე მათგანმა ფეხბურთის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა. არ დავმალავ - მეც მინდა საკუთარი თავის დაწერა." - ციტირებს მბაპეს Daily Mirror-ი.

2018 წელს კილიანი საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.

მიმდინარე სეზონში მბაპეს 20 მატჩში 18 გოლი დაუგროვდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომღაც მგონია,რომ ეს ბიჭი ძალიან აგვიანებს(კარიერული თვალსაზრისით)საფრანგეთიდან წასვლას
sake
18:05 18-06-2020
0
რონალდუ განსაკუთრებულია იმიტომ რომ ყველაზე დიდ წარმატებას 29-30 ასაკიდან მიაღწია.
პელე
12:21 27-05-2020
8

სიახლეები პოპულარული