პსჟ-მა და "ინტერმა" მაურო იკარდის ტრანსფერზე მოილაპარაკეს

AutoSharing Option
პსჟ-მა და "ინტერმა" თავდამსხმელ მაურო იკარდის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს, - იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

პსჟ იკარდიში 50 მილიონ ევროს გადაიხდის და ამას გარდა, "ინტერი" 4 მილიონს ბონუსის სახით მიიღებს.

"პარი სენ ჟერმენი" მაუროს სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონს დაუნიშნავს და პლუს პრემიალურების აღების შანსიც ექნება.

დღეს მხარეები ტრანსფერის უკანასკნელ დეტალებს განიხილავენ.

ამ სეზონში პსჟ-მა იკარდი "ინტერისგან" იჯარით აიყვანა და მან ყველა ტურნირზე 31 მატჩში 20 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული