
"პარიზიენის" ცნობით, კორონავირუსის გამო გამოწვეული პაუზისას პსჟ-ის ნახევარმცველ ანხელ დი მარიას პრობლემა შეექმნა.
გამოცემის მტკიცებით, არგენტინელს უძილობა აწუხებს და დროებით დეპრესიაშია. ფეხბურთელის მდგომარეობით შეშფოთებულია "პარი სენ ჟერმენის" ერთ-ერთი ექიმი, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელობას შექმნილი ვითარება შეატყობინა.
ძალიან შეწუხებულია ანხელის მეუღლე, რომელიც ამბობს, რომ ის ზომბივით იქცევა.
უკანასკნელად პსჟ-მა 11 მარტს ითამაშა, ლიგა 1 კი ვადამდე დასრულდა და ჩემპიონად პარიზული გუნდი გამოაცხადეს.
"როგორ, იდიოტებო?" - ფრანგული გამომცემლობა ლიგა 1-ს აკრიტიკებს [PHOTO]
"ლიონის" პრეზიდენტი: საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულების გადაწყვეტილება იდიოტებმა მიიღეს