პსჟ ბელერინის შეძენას ცდილობს

AutoSharing Option
პსჟ-ის ხელმძღვანელობა დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ამ მიზნით ლონდონის "არსენალის" მცველის, ექტორ ბელერინის შეძენას აპირებენ.

TodoFichajes-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ჩემპიონები უკვე დაუკავშირდნენ ინგლისურ კლუბს. გარიგების სავარაუდო ფასი 30 მილიონი ევროა.

ფრანგული მედია აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ პსჟ თავის დაცვის გადაწყობას ცდილობს. ისინი კურზავასა და ტონი მენიეს ყიდიან, მიღებული შემოსავლით კი, სავარაუდოდ, კიდევ ერთ მცველს დაიმატებენ.

ბელერინი "ბარსელონას" აღზრდილია, "არსენალში" კი 2012 წლიდან თამაშობს.

მიმდინარე სეზონში ექტორმა 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული