ტიაგო სილვა პსჟ-ს დატოვებს - მან პარიზულ გუნდში 8 წელი ითამაშა

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, პსჟ-ს მისი კაპიტანი ტიაგო სილვა სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.

"პარი სენ ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ მას განუცხადა, რომ კონტრაქტს აღარ გაუგრძელებენ. პარიზულ კლუბთან 35 წლის ტიაგო სილვას ხელშეკრულებას 30 ივნისს გასდის ვადა.

ტიაგო სილვა პსჟ-მა 2012 წელს 42 მილიონ ევროდ შეიძინა, საფრანგეთში ვადამდე დასრულებულ სეზონში კი ყველა ტურნირზე 30 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტიაგო სილვამ შეიძლება კარიერა "ევერტონში" გააგრძელოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული