სიგარეტითა და Victoria’s Secret-ის მოდელებთან - ვერატი სენ-ტროპეში ისვენებს

AutoSharing Option
ნახევარმცველი მარკო ვერატი, რომელმაც ამას წინათ ბრძანა, რომ პსჟ-ში ფეხბურთს ფულის გამო არ თამაშობს, საფრანგეთის ლაჟვარდოვან ნაპირზე ერთობ სასიამოვნო კომპანიაში ისვენებს.

მასთან ერთად სენ-ტროპეში Victoria's Secret-ის მოდელები ჯესიკა აიდი და იზაბელ გულარი იმყოფებიან, - იტყობინება "სანი". ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტმა მას სურათი მაშინ გადაუღო, როდესაც მათთან ერთად სანაპიროზე სეირნობდა და სიგარეტს ეწეოდა.

აიდი ვერატის მეგობარი გოგონაა. ისინი პირველად ერთად გასულ წელს მონაკოს გრან-პრიზე გამოჩნდნენ. გულარი კი "პარი სენ ჟერმენის" ექსმეკარის, კევინ ტრაპის (ახლა "აინტრახტის" ღირსებას იცავს) ყოფილი მეგობარი გოგონაა.

ვერატისთან ერთად
აგრეთვე პარიზული გუნდის ყოფილი თავდამსხმელი ესეკიელ ლავესი ისვენებს, რომელმაც ამა წლის აპრილში უახლოეს მეგობარს შეყვარებული წაჰგვარა - ბრაზილიელი მსახიობი ნატალი ბორხესი.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული