პსჟ-მა ლიუკა ერნანდესის შეძენა გადაწყვიტა და მის წრესთან მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენმა" ტიაგო სილვას შემცვლელის ძებნაზე მუშაობა უკვე დაიწყო და როგორც ჩანს, უკვე იპოვა.

ამ ეტაპზე პარიზელების მთავარი მიზანი მიუნხენის "ბავარიის" მცველი ლიუკა ერნანდესია. ინფორმაციას Cadena SER-ი ავრცელებს. პსჟ-ის წარმომადგენლები ფეხბურთელის ახლო წრეს უკვე ეკონტაქტებიან.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგები ლიუკას ძმით, "მილანის" მარცხენა მცველით, თეო ერნანდესით არიან დაინტერესებულნი.

შეგახსენებთ, გასულ წელს "ბავარიამ" ერნანდესი "ატლეტიკოსგან" 80 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული