რონალდო: ის ჩემს თავს მაგონებს... საოცნებო შენაძენი იქნებოდა

AutoSharing Option
ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად "ვალიადოლიდის" მთავარმა მეწილემ, ბრაზილიელმა რონალდომ სანტანდერის ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე ბევრ საკითხზე ისაუბრა და მათ შორის განაცხადა, რომ მისი საოცნებო შენაძენი პსჟ-ის ფორვარდი კილიან მბაპე იქნებოდა.

"იმხელა ბიუჯეტი რომ მქონდეს, რამდენიც მადრიდის "რეალს" აქვს, კილიან მბაპეს შევიძენდი. ის ყველაზე მეტად მაგონებს ჩემს თავსა და იმ დროს, როცა მეც ვთამაშობდი.

ვინ იყო მსოფლიო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? მე 4 მოთამაშეს ჩამოვთვლი, რომლებიც, ჩემი აზრით, საუკეთესოები არიან: პელე, მარადონა, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი.

ერლინ ჰოლანი საოცარი თავდამსხმელია, ახალგაზრდა ფორვარდს
ძალიან კარგი წელი ჰქონდა და ბევრი გოლის გატანა შეძლო. ვნახოთ, როგორ დასრულდება ყველაფერი. ცხადია, დიდი კლუბები მას მიადევნებენ თვალს, თუმცა "რეალში" მის პოზიციაზე ბევრი კარგი ფეხბურთელია, თუნდაც ბენზემა, რომელსაც ყოველ კვირას შეუძლია გატანა", - თქვა რონალდომ.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული