"მონაკოს" მწვრთნელად 48 წლის ხორვატი ნიკო კოვაჩი დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.
"მონაკომ" კოვაჩს სამსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
კოვაჩი "მონაკოს" მწვრთნელის პოსტზე რობერტ მორენოს შეცვლის, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა ყველა ტურნირზე მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა - 5 მოგება, 4 წაგება და 3 ფრე.
კოვაჩი ახალ გუნდთან მუშაობას დღეს შეუდგება.