ომი პარიზში - პსჟ-მა თასი მოიგო და მბაპე დაკარგა

AutoSharing Option
საფრანგეთის თასის ფინალში პსჟ-მა 1:0 დაამარცხა "სენტ ეტიენი" და მეცამეტედ დაეუფლა საპატიო პრიზს.

მატჩს პარიზის "სტად დე ფრანსის" სტადიონზე 5 000 მაყურებელი დაესწრო.

გოლი მე-14 წუთზე ნეიმარმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 31-ე წუთზე მბაპესთან უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა "სენტ ეტიენის" მცველი პერენი. მბაპემ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა და სარაბიამ შეცვალა. ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს. ამ ინციდენტის შემდეგ მოედანზე ჩხუბი ატყდა, რომელშიც მონაწილეობა მეკარეებმაც მიიღეს.

"პარი სენ ჟერმენმა" მეოთხედ შეასრულა ოქროს დუბლი
და "სენტ ეტიენის" რეკორდი გაიმეორა.

რაც შეეხება "სენტ ეტიენს", თავდადებულად და ძალიან უხეშად თამაშობდა, პერენის გაძევების გარდა ამ გუნდის კიდევ ექვსმა ფეხბურთელმა მიიღო ყვითელი ბარათი. ისიც ხაზგასასმელია, რომ კაცნაკლულმა პუელის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და არაერთი საგოლე მომენტი შექმნა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნეიმარს, რომ ვუყურებ ნერვები მეშლება მაგ, ფულზე გაყიდულზე.
g.k.l
12:38 25-07-2020
1
ნეიმარიც მოგყვეს.
ზურა
09:43 25-07-2020
5

სიახლეები პოპულარული