მბაპე - მაკრონს: ვფიქრობ, ფეხი მოტეხილი არ მაქვს

AutoSharing Option
საფრანგეთის თასის ფინალში პსჟ-მა "სენტ ეტიენი" 1:0 დაამარცხა და მეცამეტედ გახდა საპატიო პრიზის მფლობელი. პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო პარიზელთა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ, რომელიც დაჯილდოებაზე ყავარჯნებით მივიდა და ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გაესაუბრა.

- რაშია საქმე?
- მაინც ცოტა მტკივა.

- როგორ ფიქრობ, ფეხი მოტეხილი გაქვს?
- არა, ასე არ ვფიქრობ, ასე არ ვფიქრობ.

- საავადმყოფოში წასვლას აპირებ?
- დიახ, დაჯილდოების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ