პსჟ-მა "ლიონი" პენალტების სერიაში დაამარცხა და ლიგის თასს დაეუფლა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგის ფინალში პსჟ-მა დედაქალაქის "სტად დე ფრანსის" სტადიონზე მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში "ლიონს" 6:5 სძლია და მეცხრედ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული.

"ლიონი" ვადამდე დასრულებულ ლიგა 1-ის გათამაშებაზე მე-7 ადგილზე გავიდა, ჩემპიონატიდან ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა და პსჟ-ის დამარცხების შემთხვევაში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გააღწევდა.

პარიზულ გუნდს ტრავმირებული კილიან მბაპე ვერ დაეხმარა, მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, თერმეტმეტრიანების სერიაში კი ტომას ტუხელის შეგირდებმა იმარჯვეს.

მომავალი წლიდან ლიგის თასის გათამაშება აღარ გაიმართება.

პსჟ და "ლიონი" ჩემპიონთა ლიგაზე აგრძელებენ ასპარეზობას -
პსჟ 1/4 ფინალში "ატალანტას" შეხვდება, ხოლო "ლიონი" განმეორებით 1/8-ფინალურ შეხვედრაში - "იუვენტუსს".

"პარი სენ ჟერმენმა" ამ სეზონში საფრანგეთში ოთხივე ტურნირი მოიგო: ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ლიგის თასი - ეს უკანასკნელ ექვს წელიწადში მეოთხედ მოახერხა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
პსჟე არ იმსახურებდა მოგებას.
გია
10:58 01-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული