ლუის სუარესის შეძენა პსჟ-მა მოისურვა

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს.

სუარესს "ბარსას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განუცხადა, რომ გუნდის დატოვება მოუწევს და სიტუაციას ყურადღებით აკვირდება "პარი სენ ჟერმენი".

ორი წლის წინ, ფორვარდ ნეიმარის თხოვნით, პარიზული კლუბი ამაოდ ცდილობდა ურუგვაელის შეძენას, ახლა კი ამისათვის ხელსაყრელი ვითარებაა.

ჯერ პსჟ-ს ტრანსფერისთვის არაფერი მოუმოქმედებია, რადგან "ბარსას" მიერ 33 წლის სუარესთან კონტრაქტის გაწყვეტას ელოდებიან.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუარესი შეიძლება "აიაქსმა" 15 მილიონ ევროდ შეიძინოს და უკან დაიბრუნოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამდვილი ღლავი,აიაქსმა მოინდომა,მარა ეს ვის რას დააცდის.რეალურად არ სჭირდება,მარა მაინც უნდა.აი ასეთი უნდა სწორედ ფეირ ფლეი.ასე კლავს ფული ფეხბურთს.მდიდარი ღარიბს გასაქანს არ აძლევს,33 წლის ფეხბურთელზეც კონკურენციას უწევს.სიტის და პსჟ მსგავსი კლუბები არ უნდა არსებობდნენ და ფეხბურთი გაცილებით უკეთესი,საინტერესო და სუფთა იქნება.
Master
12:48 25-08-2020
3
ამ კუმანს ჯერ ფეხი არ ქონდა შემოდგმული ბარსაში და უკვე გზიდან დაიწყო ფეხბურთელების გაშვება. გამკვირვებია პირველი რიგში სუას,რომ მიადგა ვერ არიან კარგად რა? ასეთ ფეხბურთელს როგორ უშვებენ?!!! მერე უკვირთ კოუტინიომ რატომ გაიტანაო გოლებიო, არტური რატომ არ მოვიდა ვარჯიშზეო, რაკეტამ რატომ აღნიშნა სევილიას გამარჯვებაო, როგორც მოექეცით ასეთ ფეხბურთელებს, ისეც მოგექცნენ! სუარესის მიმართ ასე მოქცევა უპატიებელი შეცდომა და დანაშაულია.
ბარსა მესი
11:50 25-08-2020
0

სიახლეები პოპულარული