ბრიტანული The Times-ის ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენის" ფრანგმა ფორვარდმა კილიან მბაპემ კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ გუნდიდან წავა.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფრანგ თავდამსმელს კარიერის ინგლისში ან ესპანეთში გაგრძელების სურვილი აქვს. თუმცა, პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ამბობდა, რომ კლუბს არც მბაპე დატოვებდა და არც ნეიმარი.
კილიან მბაპე პსჟ-ში "მონაკოდან" 2017 წელს 145 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. გასულ სეზონში ფრანგმა ლიგა 1-ში 20 შეხვედრა ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. კლუბსა და
ფებურთელს მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებთ.