ნეიმარმა მეტოქეს თავში მუშტი ჩაარტყა - მსაჯმა ჩხუბის გამო 97-ე წუთზე 5 ფეხბურთელი გააძევა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურში პსჟ სახლში 0:1 დამარცხდა "მარსელთან". გოლი 31-ე წუთზე ტოვენმა გაიტანა.

მსაჯმა 90+7-ე წუთზე შეხლა-შემოხლისა და ჩხუბისათვის ხუთი ფეხბურთელი გააძევა - ნეიმარი, კურზავა, პარედესი (პსჟ), ამავი, ბენედეტო (მარსელი). ნეიმარმა "მარსელის" მცველ გონსალესს თავში მუშტი ჩაარტყა. როგორც ირკვევა, გონსალესმა ნეიმარს უთხრა, რომ ეშმაკისეული შავია, ხოლო პარიზელთა ერთ-ერთ ფეხბურთელს ჭუჭყიანი მაიმუნი უწოდა.

"მარსელმა" 9 წლის შემდეგ პსჟ-ს პირველად სძლია. აქამდე პარიზულმა გუნდმა 20 შეხვედრიდან 17 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.

"პარი სენ ჟერმენმა" ორივე სასტარტო მატჩი წააგო და პირველი
ტურის გამოტოვებულ შეხვედრას "მეცთან" 16 სექტემბერს ჩაატარებს.

შემადგენლობაში დაბრუნდნენ და ითამაშეს ნეიმარმა, პარედესმა და დი მარიამ, რომლებმაც მეორე ტურის მატჩი "ლანსთან" (0:1) კორონავირუსის გამო გამოტოვეს.

altნეიმარი: ვნანობ ჩემს საქციელს, იმ ნაბი....თვის ცხვირ-პირი უნდა დამელეწა

მკითხველის კომენტარები / 8 /
რას კოტრიალობთ, ფუ თქვენს უღირსებო დდშვც...
ვვვ
12:48 14-09-2020
0
აი ეგრე! ეგ ორი და სხვა მრავალჯერ მარცხი. ეს ნეიმარი რას იჯგიმება.
ყოჩაღ მარსელ.
08:58 14-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული