"მარსელის" საკლუბო მაღაზიაში ნეიმარის მაისურაზე ფეხსაცმელებს იწმენდენ

AutoSharing Option
"მარსელი" და პსჟ დაუძინებელი მტრები არიან. "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ქალაქში პარიზული გუნდის მაისურის ჩაცმა ყველას ოფიციალურად აუკრძალეს. საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურში "პარი სენ ჟერმენის" სტუმრად 1:0 დამარცხების შემდეგ კი "მარსელის" ფეხბურთელებს ისე დახვდნენ, გეგონებოდათ, რომელიმე დიდი ტურნირი მოეგოთ.

შეგახსენებთ, იმ შეხვედრის 97-ე წუთზე ჩხუბის გამო მსაჯმა 5 ფეხბურთელი გააძევა.

"მარსელის" საკლუბო მაღაზიის შესასვლელში კი პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის მაისურა დევს და ყველა შემსვლელი ფეხსაცმელს იწმენდს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეიმარ, შენ როგორც გაიძვერულად მოექეცი ბარსას, ზუსტადაც მაგის ღირსი ხარ, რო იწმენდავენ შენს მაისურზე ფეხებს, ყველა მოღალატეს ეგრე უნდა მოექცნენ.
ბარსა
19:22 17-09-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული